Thursday, October 29, 2009

მზეჭაბუკი ფესტივალის დასრულების შემდეგ ისევ გაიხდის

Posterმუსიკა ათავისუფლებს – ამ ეგიდით 23 ოქტომბერს "Tbilisi Altervision"-ი ფესტივალს მართავს. ორგანიზატორების – თბილისის მერიის და ჩამწერი სტუდიის "Step Records"-ის განცხადებით, ფესტივალი ახალბედა მუსიკოსებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გრანდიოზულ კონცერტში, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება.

ფესტევალში 12 ახალბედა ქართული ბენდი მიიღებს მონაწოლეობას. სპეციალურად ამ დღისთვის უცხოეთიოდან საქართველოში ორი ჯგუფი ჩამოვიდა – Cynic Guru (ისლანდია), Temple Hanz (დიდი ბრიტანეთი). ასევე ფესტივალის ადმინისტრაციის მიერ შეირჩევა 3 ქართული ბევნდი, რომლებიც გამოვლენ ყოველწლიურ ფესტივალზე "Tbilisi Altervision 2010" მაისში. ფესტივალის მიმდინარეობა მრავალმა წამყვანმა მედია გამოცემამ გააშუქა: "The New York Times", "The Corriere Della sera", "Liberasion". ორგანიზატორებს ჰქონდათ მცდელობა ორიგინალური რეკლამა გაეკეთებინათ კონცერტისთვის, ამისთვის მათ სპორტის სასახლის წინ მდებარე ქანდაკებას, "მზეჭაბუკს" ჩააცვეს შარვალი და მაისური, რომელზეც ფესტივალის ლოგოა გამოსახული. რეკლამამ ნაწილობრივ გაამართლა, ჩაცმულმა "მზეჭაბუკმა" მთელი თბილისი გააოგნა. ხალხი ვერ ხვდებოდა ძეგლის ჩაცმის აზრს. ჩაცმული მზეჭაბუკი"წარმოდგენა არ მაქვს რა აზრი აქვს "ფოთოლას" ჩაცმას, ეტყობა ზამთარში რომ არ შესცივდეს, გაზაფხულზე ალბათ ისევ გახდიან!" "ჩემი აზრით, არასწორია ქანდაკების ასე მორთვა, ვერ ვხვდები რა საჭიროა!" კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრომ თბილისის მონუმენტებზე პასუხისმგებლობას მერიის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს აკისრებს, თუმცა ამ ფაქტის შესახებ კომენტარზე თანხმდება: "ჩვენ არ ვიწონებთ ამ საქციელს, ძეგლზე მსგავსი აქცია არაფერს ემსახურება! თუმცა კონკრეტული ქანდაკება თუ არ ზიანდება ნებისმიერი ქმედების განხორციელებაა შესაძლებელი." თბილისის მერიის პრესცენტრის განცხადებით კი არანაირი კანონი არ კრძალავს მონუმენტის სახეცვლილებას.

ფესტივალს ""Tbilisi Altervision/Newcomers"–ს მერიის გარდა სხვა თანადამფინანსებლებიც გამოუჩნდნენ. ჯამში მათი ბიუჯეტი 200.00 ლარს შეადგენს, თუმცა ეს ზუსტი ციფრი არ არის. ხვალინდელ კონცერტს ჯგუფ "String"-ის ვოკალი დავით ლომიძე წაიყვანს. ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი ახალი სახეების აღმოჩენა და ქართული პროდუქციის გატანაა უცხოურ ბაზარზე. ჩამწერი სტუდია აჩიკო გულედანი"Step Records"-ის დირექტორი, ფესტივალის ორგანიზატორი, მუსიკოსი აჩიკო გულედანი აცხადებს, რომ ეს ყოველწლიური ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. მასში მონაწილეობენ ბენდები, რომლებსაც არც პროდიუსერი და არც მენეჯერი არ ჰყავთ, თუმცა ცდილობენ ხარისხიანი მუსიკა შექმნან და საზოგადოებას გააცნონ. "პროექტზე ორი თვეა ვმუშაობთ, 57 შემოსული განაცხადიდან, 12 საუკეთესო ჯგუფი შევარჩიეთ. ფესტივალის მიზანი მუსიკალური ხარისხის ამაღლება" – ამბობს აჩიკო და ამატებს, რომ მათთვის მთავარი ჯანსაღი კონკურენციის შექმნაა. მუნიციპალიტეტი კი მათ ისეთი იდეების განხორციელებაში ეხმარება, რაც წინათ წარმოუდგენელი იყო: " მაისში ისეთი ჯგუფები ჩამოვლენ, შეიძლება გაგიჟდე!"

ჯგუფ "პორნო პოეზია"– ს გიტარისტი, თორნიკე მარგველაშვილი ამბობს, რომ ასეთი დონის, ხარისხის ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება.მას დიდი მოლოდინი აქვს: " მჯერა რომ მაისი კონცერტზე მოვხვდებით." ჯგუფი ფესტივალზე სიმღერა "ასტამბურა"–თი წარსდგებიან."[youtube=http://www.youtube.com/watch?v=ad9cALoyleQ&hl=en&fs=1&color1=0x3a3a3a&color2=0x999999] Cynic Guru–ს ვოკალისტი, როლანდ ჰარველი ამბობს, რომ საქართველოში მეორედაა. აკ ისე მოსწონს სიმღერაც კი დაწერა საქართველოზე, რომელსაც "GEORGIA" ჰქვია. "ჯგუფი "String"-ის ფანი ვარ, ეს სრული სიგიჟეა. ფესტივალი უმაგრესია და მიხარია, რომ მეორედ ვმონაწილეობ მასში.

ფესტივალის მთავარი პროდიუსერის ანა სიხარულიძის თქმით, ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება, წელს კი მასში ისეთი ბენდები მონაწილეობენ, როგორიც "Me and My Monkey", "Vitamin", "პორნო პოეზია", "Rema", "Georgian Version Georgians", და "Forest". "გვინდოდა ყველა ჟანრის მუსიკა აგვერჩია. ქართული ბენდებისთვის ეს დიდი პლატფორმა იქნება" – ამბობს ანა სიხარულიძე.

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=UTFUuI4LzN8&hl=en&fs=1&color1=0x3a3a3a&color2=0x999999]

ეკა ელბაქიძე, ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია

”შსს უფრო გამჭვირვალე ჩანს ვიდრე ”RealTV”

საქართველო ტელევიზიების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა 11 ოქტომბერს ტელესივრცეს ერთი არხი შეემატა. ახალი ტელევიზიას, რომელიც ”CNN”-ის ფორმატით მუშაობს და ”უკომენტაროს” რეჟიმში უშვებს ინფორმაციას ”RealTV” ჰქვია.

”RealTV” 10 დღეა მაუწყებლობს. საზოგადოებაში უკვე ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა: ”ვის მფლობელობაშია? საიდან ფინანსდება?” არხის ხელმძღვანელობა გაურკვეველი მიზეზების გამო ყველანაირ ინფორმაციას ასაიდუმლოებს. კომენტარს არ აკეთებს ისეთ ელემენტარულ კითხვაზე, თუ რა რეჟიმში იმუშავებს ტელევიზია. ”RealTV”-ის პრო100_9187დიუსერი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ კომენტარს ტელევიზიის არცერთი თანამშრომელი არ გააკეთებს: ”მე თქვენ პრობლემებს არ შეგიქმნით, მაგრამ არავითარი კომენტარი. უყურეთ და გაიგებთ!” ჟურნალისტებმა, რომლებმაც კომენტარი ვერ მიიღეს, არც ის იცოდნენ, რომ ტელევიზიის შენობის გადაღება სასტიკად აკრძალულია. რატომ ასაიდუმლოებს ”RealTV” მუშაობის პროცესს, ჟურნალისტების ვინაობას და ტელევიზიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ეს უცნობია, თუმცა წყაროს, რომელიც ინტერვიუს ანონიმურობის პირობით თანხმდება ამასთან დაკავშირებით თავისი ინფორმაცია აქვს. წყარო ამბობს, რომ შენობა, რომელშიც ტელეკომპანია ”RealTV”-ია განთავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით კეკუას ეკუთვნოდა. სამართალდამცავებმა unknown_personდავით კეკუა 2008 წლის 2 მაისს სამსახურეობრივი მოვალეობის და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. მის საკუთრებაში მყოფი შენობა, რომელშიც დღეს ”RealTV”-ია მას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოართვა. დავით კეკუამ 6 თვის პატიმრობის შემდეგ სიცოცხლე საკანში თვითმკვლელობით დაამთავრა. წყარო ასევე აზუსტებს, რომ ”100_9202RealTV”-ის ტელევიზია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სადაც შესაძლებელია გადაამოწმოთ თუ ვის ბალანსზე ირიცხება საკუთრება, ასეთი ინფორმაციის მიღება ფასიანია. სწორედ ამიტომ, ერთ დღეში შენობის მფლობელის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.

ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი ყველა ახალი ტელევიზიის გახსნას მიესალმება. აცხადებს, რომ დღეს მედია ”დაკომპლექსებულია”, რადგან არსებობს ბრალდებები ვინ საიდან ფინანსდება - ვინ ხელისუფლებიდან, ვინ ოპოზიციიდან.” მისთვის სრულიად მიუღებელია ”RealTV”-ის დახურული სისტება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება: ”შსს უფრო გამჭვირვალე ჩანს ვიდრე ”RealTV.” მაგალითად კი, 20 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი მოჰყავს, როდესაც ”მაესრტოზე” გაკეთებული სიუჟეტის საეთერო ვარიანტის CD-ზე ჩაწერის მოთხოვნაზე ”RealTV”-ისგა100_9193ნ კატეროტიული უარი მიიღეს. ”ვერ ვხედავ უარის მიზეზს, შეიძლება რაიმე არასწორად ჰქონდათ გადაცემული და ამიტომ არ მოგვცეს. ყოველ შემთხვევაში მოტივაცია ჩემთვის უცნობია” - აცხადებს ნათია და ამატებს, რომ ”RealTV”-სთან დაკავშირებით მასსაც ბევრი კითხვები აქვს: არ არსებობს ფაქტობრივი მესაკუთრე, ვერ ვხვდებით ვინ არის დამფინანსებელი, ან საერთოდ რა კატეგორიის ტელევიზიაა. ”არამგონია შსს-ში ვინმე ისეთი ”ტუპოია”, რომ აწყობდეს ასეთი ტიპის ტელევიზია. შეიძლება დონაძეს ვეღარ ასაქმებენ, რაღაც მოიგონა თვითონ და ერთობა”. კითხვაზე თუ რამდენად რეიტინგული იქნება ”RealTV” ამბობბს, რომ ტელეკომპანიის იმიჯი მის გამჭვირვალეობაზეა დამოკიდებული: ”როცა შენ მიკეტავ ინფორმაციის ყველანაირ წყაროს, მეკარგება შენდამი ნდობა. ალბათ ეს ტელევიზია შეიქმნა იმისთვის, რომ, იმას რასაც პირობითად სხვა ტელევიზიები არ იკადრებს, ”RealTV” ამას გააკეთებს. ეს ჩემი აზრია. შეიძლება ვცდები.”

”GIPA”-ს ასასტენტ-პროფესორი, მედია მკვლევარი ნინო დანელია, რომელიც საზოგადოერბივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია, ამბობს, რომ ნებისმიერი საჯარო pic.phpინფორმაცია ღია უნდა იყოს. გამონაკლის კომერციული, ან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს. სახელმწიფო მედია საშუალებები კი ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი. ის სახელმწიფო დანამატია და პროპაგანდისტის როლს ასრულებს: ”თუ ტელევიზია ხელისუფლების ინტერესებს იცავს, ის საზოგადოების ინტერესების დამცველი ვერ იქნება”. პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ რაიმე სხვა სახის დაკვეთის შემსრულებელი ჟურნალისტის გამართლება მას წარმოუდგენლად მიაჩნია. თუმცა აქვე ამატებს, რომ ქართული საზოგადოება არ ეძებს დამოუკიდებელ აზრს. ის ყოველთვის ლოიალურ ტელევიზიას ირჩევს: ”რეიტინგი არა ხარისხიანი ინფორმაციის, არამედ პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით წყდება”.

ეკა ელბაქიძე, ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია

"სად არის ენდი?”

For blog 3

ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოში ჩამოდის. ის აქ თათიას პოულობს, რომელიც10 წელი აშშ-ში ცხოვრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ფილმის მთავარ გმირებს რუპერტ ფრენდს (ანდერსი) და ემანუელა შრიკს (თათია) ერთმანეთი უყვარდებათ. სწორედ ამ დროს რუსეთ-საქართველოს ომი იწყება. ამერიკელი ჟურნალისტი ანდერსი და თათია მიდიან გორში. მათ ექსკლუიზიური მასალის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება სურთ - სწორედ ამ rupert-friend-photoEmmanuelle Chriqui259011სცენარით ვითარდება ფილმი, რომლის გადაღება სამი კვირაა დაიწყო და 15 ნოემბერს დასრულდება. ფილმის პროდიუსერები პაპუნა დავითაია, რენი ჰარლინი და ჯორჯ ლასკო არიან. გადაღებებში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორიც ენდი გარსია, დინ ქეინი და რიჩარდ კოულია. პროექტში ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. კინოპროფესიონალთა 150 კაციანი ჯგუფში, როგორც ქართველი, ისე ინტერნაციონალური კოლექტივია ჩართული. For blog 4საქაფრთველოში ფილმის გადაღებებს ”Gold Invest”-ი მასპინძლობს, რომლის ადმინისტრაციული დირექტორი თამუნა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ფილმი დაკვეთილი არ არის და პოლიტიკაში არ ერევა. ”ეს იქნება სიმართლის მთქმელი ფილმი. კინოს ბიუჯეტს რაც შეეხება ჰოლივუდი არ აფინანსებს. შესაბამისი თანხები საქართველოდან გამოიყო” - ამბობს თამუნა. კითხვაზე დაუკვეთა თუ არა საქართველომ ფილმი ჰოლივუდს, როგორც რუსეთმა კუსტურიცას, პასუხობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს ნამდვილად დაკვეთა იყო. ისეთი ცნობილი და მაღალი დონის რეჟისორები კი შეკვეთებს უბრალოდ არ იღებენ - ”კუსტურიცას და რენი ჰარლინს ერთმანეთს ნუ ადარებთ”

მსახიობი გიორგი ფირცხალავა, რომელიც ენდი გარსიას ”Standing”-ს აკეთებს, ამბობს, რომ ფილმი ცხინვალის ომზე პოლიტიკური დაკვეთაა. ”ჩემი აზრით, ეს იდეოლოგიური ბრძოლაა. ამერიკამ ამაში სერიოზული ფინანსები ჩადო. 3 მილიონიანი აპარატურაა ჩამოტანილი. უნდათ, რომ ანახონ მსოფლიოს, როგორ დაჩაგრა რუსეთმა საქართველო.”

For blog 2ფილმის სახელწოდებაზე უამრავი ადამიანი მუშაობს და სავარაუდოდ ის გადაღებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამერიკელი რეჟისორი რენი ჰარლინი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა თავი მოაბეზრეს, თუმცა ორსიტყვიან კომენტარზე მაინც თანხმდება. მისი აზრით ქართველი ხალხი არაჩვეულებრივია თავისი სტუმართმოყვარეობით. ელოდება შემოთავაზებებს და ეძებს ახალ პროექტებს, რომელსაც საქართველოში მომავალში განახორციელებს: ”თუ დამირეკავენ ვუპასუხებ.”

ფილმის გადაღება ოპერატიულად მიმდინარეობს, თუმცა პარლამენტის და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი დაწესებული შეზღუდვების გამო ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას. სკოლიდან გამოსული ბავშვების გაკონტროლებას დაცვა ვერ ახერხებდა: ”აქ მუშაობას ერაყში ყოფნა მირჩევნია.” გადასაღებ მოედანზე ბავშვებთან ერთად ცნობისმოყვარე ადამიანების სიმრავლეც შეინიშნებოდა: ”სად არის ენდი?!” ზვიად ამხანაძე, რომელიც ”Location Manager”-ია ამბობს, რომ მსახიობების მოთხოვნა კამერებისგან მათი დაცვა იყო. ”ყველას უნდა ენდი გარსიას ნახვა. რა გახდა ეს კაცი?! გგონიათ ჩვენ ხმას გვცეემს? დღის ბოლოს ძლივს გაიღიმა, ეტყობა პრეზიდენტობა შეიფერა” - ამბობს იგი. კითხვაზე იცის თუ არა ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით, პასუხობს: ”არ იცით, რომ ეს კითხვა არ უნდა დასვათ?”

ეკა ელბაქიძე, ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია

Friday, October 9, 2009


საქართველოში ქურდობის, უკანონობის, დანაშაულის პროცენტულად დიდი მაჩვენებლის გამო, ვიდეოკამერების დამონტაჟება დიდი ხანია დაიწყეს. ამ ბოლო დროს, კი ვერ ნახავთ დაწესებულებას, სადაც ვიდეოკამერები არ არის. ამ აპარატს როგორც უსაფრთხოების ,ასევე კონტროლიორის ფუნქციაც ეკისრება. ვიდეოკამერები არამარტო დაწესებულებებში, ხსირად ქუჩაშიც და სადარბაზოებშიც კი გვხვდება. კომპანიები, რომლებიც ასეთ აპარატებს აყენებენ მუდმივად დატვირთულები არიან. იმისდამიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი რიგებია და შეკვეთის მიცემიდან რამოდენიმე კვირის განმალობაში მოგიწევთ ლოდინი, ვიდეოკამერის დაყენება მაინც მაინც აუცილებელია, თუმცა საკითხავია რისთვის და როგორ გამოვიყენებთ მესამე თვალის ფუნქციებს. მაგალითისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთ–ერთი ფირმის თანამშრომლებს ობიექტზე მისვლა ღამით სთხოვა დას ვიდეოკამერები სწორედ "საჭირო ოთახებში "დააყენებინა.რა ფუნქციას ასრულებენ კამერები "ტვალეტეში" ეს დღემდე გაურკვეველია.

Wednesday, October 7, 2009


საინფორმაციო სააგენტო "factnews" აქვეყნებს სტატიას "ოქრუაშვილის პირველი კომენტარი ე.წ. ტალიავინის დასკვნაზე." სააგენტოს ეს ინფორმაცია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის პრეს– სამსახურმა მიაწოდა.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ტალიავინის კომისიის მიერ დადებული დასკვნა სამწუხარო რეალობას ხატავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდგომი განვითარების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნითაც. მისი აზროთ, გასული წლის ომის შედეგად უფრო მეტად დავშორდით ტერიტორიული პრობლემის მოგვარების პერსპექტივას, როგორც მისი სირთულის ასევე დროის თვალსაზრისით. იგი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ერთადერთ საშუალებად არსებული მთავრობისგან განთავისუფლებას მიიჩნევსსწორედ ამიტომ ირაკლი ოქრუაშვილი და მისი პარტია მზადაა ითანამშრომლოს და შეუერთდეს ნინო ბურჯანაძის ინიციატივას, შეიქმნას დემოკრატიული ფრონტი დასახული მიზნის მისაღწევად ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების განხორციელებისათვის.
ირაკლი ოქრუაშვილის პრეს–ცენტრის მიერ გავრცელებული ინტერვიუ არცერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. ტალიავინის კომისის დასკვნაზე მისი აზრის გარდა, ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობაზე გაკეთებული განცხცხადება საკმაოდ საინტერესოა.

თბილისში უამრავი გასართობი ადგილია, მათ შორის ერთ-ერთი პეროვსკაიას ქუჩა. ეს ქუჩა ცნობილია ბარების, რესტორნების სიმრავლით და მრავალფეროვნებით. იქნებ სუში გსურთ? ან ქართული სამზარეულო? ტაილანდური ან იქნებ ჩინური?კარაოკე თუ ცოცხალი მუსიკა? პეროვსკაიაზე ყველაფერს იპოვით.
პეროვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლები, აქ გასართობად მოსულ საზოგადოებისგან განსხვავებით შეწუხებულები არიან. ბარებიდან ყოველდღიურად გამოსული მუსიკის ხმა გვაინობამდე ისმის. შემაწუხებელია ასევე ჩხუბები, რომლებიც ასეთ დაწესებულებებში საკმაოდ ხშირია. ” ფანჯარა სულ დაკეტილი მაქვს , მაგრამ ხმა მაინც შემოდის, ღამის 2 საათამდე ვერც წიგნს ვკითხულობ და ვერც ვიძინებ.”_ ამბობს პეროვსკაიის ქუჩის მაცხოვრებელი. მოსახლეობას ერთი შეკითხვა აწუხებს - რამდენად შეიძლება საცხოვრებელი სახლის ქვემოთ გასართობი დაწესებულების გაკეთება?

Tuesday, October 6, 2009


ხუთ ოქტომბერს ნანი ბრეგვაძემ ბოლო სოლო კონცერტი გამართა და განახლებული ფილარმონია გახსნა. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის მერია იყო. სააგენტო ”fact news"_მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით ”ნანი ბრეგვაძეს რუსული რომანების შესრულება აუკრძალეს.”სტატიის ავტორის თქმით, ჟურნალისტებს მხოლოდ პირველი სიმღერის გადაღების უფლება მისცეს. ასევე ნანის ახლობლების სიტყვებს ციტირებს:” ნანის მთავრობიდან რუსული რომანსების სიმღერა აუკრძალეს, მაგრამ რეპერტუარში ორი რუსული რომანსის ჩასმა მაინც მოახერხა. ნანი ნაწყენია, მერიამ ახლობლების დასაპატიჟებლად კონცერტის მხოლოდ 10 ბილეთი რომ მისცაო.”
კონცერტის მსვლელობისას განახლებული ფილარმოიის ძვირადღირებულმა აპარატურამ მომღერალს უმტყუნა და ”ჭყივილი” დაიწყო.
”რუსავი 2”ზე კი პირდაპირი ჩართვა ფილარმონიიდან იყო, სადაც კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ ნანი ბრეგვაძე რუსულ რომანებს შესთავაზებდა დამსწრე საზოგადოებას.
ფაქტების უზუსტობამ მოსახლეობაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა როგორც კონცერტიდან გამოსულმა პუბლიკამ აღნიშნა, ნანი ბრეგვაძემ შესანიშნავად შეასრულა რუსული რომანსები.

თბილისი -საცობების ქალაქი


თბილისში საცობების ბუმი შემოდგომაზე იწყება. ზაფხულისაგან ასე თუ ისე დასვენებული და განტვირთული ქუჩები სექტემბერში ავტომობილებით იჭედება.არასწორი მოძრაობა, სავალი გზის სივიწროვე, უამრავი ავტომობილი და თვალუწვდენელი საცობიც მზადაა. თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს გაანთავისუფლოს ქალაქი საცობებისგან. ქუჩების განსატვირთად, უპირველესად მათ ”ბერმუდის სამკუთხედი” შექმნეს . პროექტმა არ გაამართლა და პირიქით, მკვეთრად გაზარდა საცობების რაოდენობა. შემდეგ საგზაო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყეს, რასაც მზიურის ტერიტორიაზე მწვანე საფარის განადგურება მოჰყვა. ასევე მერიის და "city park"- ის ერთობლივი პროექტია პარკირების ახალი სისტემა, რომელმაც ზედმეტად რთული წესების გამო მოსახლეობა დააბნია. სულ ახლახანს ქუჩებში ”გზის გამყოფი ბორდიულები” გააკეთეს, რომელის დანიშნულებაც სწორედ რომ საცობების აღმოფხვრაა.

თბილისი -საცობების ქალაქი

Monday, October 5, 2009

დღეს ნინო ბურჯანაძის ინიციატივა ”დემოკრატიული ფრონტის” შექმნის თაობაზე თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა. ტელეკომპანია ”იმედმა” საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ამ მოვლენას. ნინო ბურჯანაძის გეგმების გაცნობის შემდეგ, ოპოზიციის სხვა ლიდერების განცხადებები იყო ამოკრეფილი გაზეთ ”ასვალ- დასავლი”დან.
ამბები.ჯის” მიხედვით ლევან გაჩეჩილაძემ ბურჯანაძის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: ”ყველა სამართლიანი მეთოდით, მათ შორის აქციებითაც ვიბრძოლებთ, რომ სააკაშვილი გაიმიჯნოს საქართველოსგან.”
” რუსთავი-2” ის ინფორმაციით ნიბნო ბურჯანაძე სააკაშვილის რეჟიმთან შეურიგებელ ძალებს დემოკლრატიული ფრონტის გეგმას სთავაზობს. კონსულტაციები დაწყებულია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან .ჯერჯერობით მხოლოდ ”ალიანსი საქართველოსთვის” არ უერთდება ამ მოძრაობას.
ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით , შეიძლება ითქვას მედიასაშუალებების უმრავლესობამ ეს ფაქტი თითქმის იდენტურად გააშუქა.

”პირველი საჯარო სკოლა”

პირველ კლასიკურ გიმნაზიას უდიდესი ისტორია და ასევე მნიშვნელოვანი ტრადიციები რომ აქვს, ეს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში ყველამ კარგად იცის. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მას სახელი შეეცვალა და გიმნაზიის ნაცვლად ”პირველი საჯარო სკოლა” დაერქვა . სკოლის ტერიტორია საკმაოდ დიდია, მაგრამ მოსწავლეების სიმრავლის გამო იქ არც სპორტული დარბაზია და არც უკანა ეზო, რომელიც როგორც ბავშვებისთვის ასევე სკოლისთვის არის მნიშვნელოვანი.
სკოლის ტერიტორიით იმიტომ არ დავინტერესდი ბავშვებისთვის სპორტული დარბაზის გაკეთების აუცილებლობას ვხედავდე, არამედ იმიტომ რომ თავის დროზე პირველ ”კლასიკურ გიმნაზიას” მთავრობამ სკოლის უკან გამოუყო ადგილი სადაც მოსწავლეებისთვის სპორტული კომპლექსი უნდა აშენებულიყო. ამას თითოეული პირველსკოლელი მოუთმენლად ელოდა. მაგრამ ამ ბოლო დროს სკოლის უკან გაძლიერებული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით პირველი სკოლის ტერიტორიით ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია დაინტერესდა. რის შემდეგაც მოხდა მთავრობის მიერ ტერიტორიის გადაცემა ამ კომპანიისთვის.