Monday, October 5, 2009

”პირველი საჯარო სკოლა”

პირველ კლასიკურ გიმნაზიას უდიდესი ისტორია და ასევე მნიშვნელოვანი ტრადიციები რომ აქვს, ეს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში ყველამ კარგად იცის. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მას სახელი შეეცვალა და გიმნაზიის ნაცვლად ”პირველი საჯარო სკოლა” დაერქვა . სკოლის ტერიტორია საკმაოდ დიდია, მაგრამ მოსწავლეების სიმრავლის გამო იქ არც სპორტული დარბაზია და არც უკანა ეზო, რომელიც როგორც ბავშვებისთვის ასევე სკოლისთვის არის მნიშვნელოვანი.
სკოლის ტერიტორიით იმიტომ არ დავინტერესდი ბავშვებისთვის სპორტული დარბაზის გაკეთების აუცილებლობას ვხედავდე, არამედ იმიტომ რომ თავის დროზე პირველ ”კლასიკურ გიმნაზიას” მთავრობამ სკოლის უკან გამოუყო ადგილი სადაც მოსწავლეებისთვის სპორტული კომპლექსი უნდა აშენებულიყო. ამას თითოეული პირველსკოლელი მოუთმენლად ელოდა. მაგრამ ამ ბოლო დროს სკოლის უკან გაძლიერებული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით პირველი სკოლის ტერიტორიით ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია დაინტერესდა. რის შემდეგაც მოხდა მთავრობის მიერ ტერიტორიის გადაცემა ამ კომპანიისთვის.

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო თემას შეეხე ელენე, სიმართლე გითხრა არ ვიცოდი და შენგან გავიგე ამ პოსტით. კარგი იქნება თუ ბოლომდე მიყვები და გაიგებ ყველაფერს :)

    ReplyDelete