Thursday, October 29, 2009

მზეჭაბუკი ფესტივალის დასრულების შემდეგ ისევ გაიხდის

Posterმუსიკა ათავისუფლებს – ამ ეგიდით 23 ოქტომბერს "Tbilisi Altervision"-ი ფესტივალს მართავს. ორგანიზატორების – თბილისის მერიის და ჩამწერი სტუდიის "Step Records"-ის განცხადებით, ფესტივალი ახალბედა მუსიკოსებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გრანდიოზულ კონცერტში, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება.

ფესტევალში 12 ახალბედა ქართული ბენდი მიიღებს მონაწოლეობას. სპეციალურად ამ დღისთვის უცხოეთიოდან საქართველოში ორი ჯგუფი ჩამოვიდა – Cynic Guru (ისლანდია), Temple Hanz (დიდი ბრიტანეთი). ასევე ფესტივალის ადმინისტრაციის მიერ შეირჩევა 3 ქართული ბევნდი, რომლებიც გამოვლენ ყოველწლიურ ფესტივალზე "Tbilisi Altervision 2010" მაისში. ფესტივალის მიმდინარეობა მრავალმა წამყვანმა მედია გამოცემამ გააშუქა: "The New York Times", "The Corriere Della sera", "Liberasion". ორგანიზატორებს ჰქონდათ მცდელობა ორიგინალური რეკლამა გაეკეთებინათ კონცერტისთვის, ამისთვის მათ სპორტის სასახლის წინ მდებარე ქანდაკებას, "მზეჭაბუკს" ჩააცვეს შარვალი და მაისური, რომელზეც ფესტივალის ლოგოა გამოსახული. რეკლამამ ნაწილობრივ გაამართლა, ჩაცმულმა "მზეჭაბუკმა" მთელი თბილისი გააოგნა. ხალხი ვერ ხვდებოდა ძეგლის ჩაცმის აზრს. ჩაცმული მზეჭაბუკი"წარმოდგენა არ მაქვს რა აზრი აქვს "ფოთოლას" ჩაცმას, ეტყობა ზამთარში რომ არ შესცივდეს, გაზაფხულზე ალბათ ისევ გახდიან!" "ჩემი აზრით, არასწორია ქანდაკების ასე მორთვა, ვერ ვხვდები რა საჭიროა!" კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრომ თბილისის მონუმენტებზე პასუხისმგებლობას მერიის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს აკისრებს, თუმცა ამ ფაქტის შესახებ კომენტარზე თანხმდება: "ჩვენ არ ვიწონებთ ამ საქციელს, ძეგლზე მსგავსი აქცია არაფერს ემსახურება! თუმცა კონკრეტული ქანდაკება თუ არ ზიანდება ნებისმიერი ქმედების განხორციელებაა შესაძლებელი." თბილისის მერიის პრესცენტრის განცხადებით კი არანაირი კანონი არ კრძალავს მონუმენტის სახეცვლილებას.

ფესტივალს ""Tbilisi Altervision/Newcomers"–ს მერიის გარდა სხვა თანადამფინანსებლებიც გამოუჩნდნენ. ჯამში მათი ბიუჯეტი 200.00 ლარს შეადგენს, თუმცა ეს ზუსტი ციფრი არ არის. ხვალინდელ კონცერტს ჯგუფ "String"-ის ვოკალი დავით ლომიძე წაიყვანს. ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი ახალი სახეების აღმოჩენა და ქართული პროდუქციის გატანაა უცხოურ ბაზარზე. ჩამწერი სტუდია აჩიკო გულედანი"Step Records"-ის დირექტორი, ფესტივალის ორგანიზატორი, მუსიკოსი აჩიკო გულედანი აცხადებს, რომ ეს ყოველწლიური ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. მასში მონაწილეობენ ბენდები, რომლებსაც არც პროდიუსერი და არც მენეჯერი არ ჰყავთ, თუმცა ცდილობენ ხარისხიანი მუსიკა შექმნან და საზოგადოებას გააცნონ. "პროექტზე ორი თვეა ვმუშაობთ, 57 შემოსული განაცხადიდან, 12 საუკეთესო ჯგუფი შევარჩიეთ. ფესტივალის მიზანი მუსიკალური ხარისხის ამაღლება" – ამბობს აჩიკო და ამატებს, რომ მათთვის მთავარი ჯანსაღი კონკურენციის შექმნაა. მუნიციპალიტეტი კი მათ ისეთი იდეების განხორციელებაში ეხმარება, რაც წინათ წარმოუდგენელი იყო: " მაისში ისეთი ჯგუფები ჩამოვლენ, შეიძლება გაგიჟდე!"

ჯგუფ "პორნო პოეზია"– ს გიტარისტი, თორნიკე მარგველაშვილი ამბობს, რომ ასეთი დონის, ხარისხის ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება.მას დიდი მოლოდინი აქვს: " მჯერა რომ მაისი კონცერტზე მოვხვდებით." ჯგუფი ფესტივალზე სიმღერა "ასტამბურა"–თი წარსდგებიან."[youtube=http://www.youtube.com/watch?v=ad9cALoyleQ&hl=en&fs=1&color1=0x3a3a3a&color2=0x999999] Cynic Guru–ს ვოკალისტი, როლანდ ჰარველი ამბობს, რომ საქართველოში მეორედაა. აკ ისე მოსწონს სიმღერაც კი დაწერა საქართველოზე, რომელსაც "GEORGIA" ჰქვია. "ჯგუფი "String"-ის ფანი ვარ, ეს სრული სიგიჟეა. ფესტივალი უმაგრესია და მიხარია, რომ მეორედ ვმონაწილეობ მასში.

ფესტივალის მთავარი პროდიუსერის ანა სიხარულიძის თქმით, ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება, წელს კი მასში ისეთი ბენდები მონაწილეობენ, როგორიც "Me and My Monkey", "Vitamin", "პორნო პოეზია", "Rema", "Georgian Version Georgians", და "Forest". "გვინდოდა ყველა ჟანრის მუსიკა აგვერჩია. ქართული ბენდებისთვის ეს დიდი პლატფორმა იქნება" – ამბობს ანა სიხარულიძე.

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=UTFUuI4LzN8&hl=en&fs=1&color1=0x3a3a3a&color2=0x999999]

ეკა ელბაქიძე, ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია

No comments:

Post a Comment