Thursday, October 29, 2009

"სად არის ენდი?”

For blog 3

ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოში ჩამოდის. ის აქ თათიას პოულობს, რომელიც10 წელი აშშ-ში ცხოვრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ფილმის მთავარ გმირებს რუპერტ ფრენდს (ანდერსი) და ემანუელა შრიკს (თათია) ერთმანეთი უყვარდებათ. სწორედ ამ დროს რუსეთ-საქართველოს ომი იწყება. ამერიკელი ჟურნალისტი ანდერსი და თათია მიდიან გორში. მათ ექსკლუიზიური მასალის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება სურთ - სწორედ ამ rupert-friend-photoEmmanuelle Chriqui259011სცენარით ვითარდება ფილმი, რომლის გადაღება სამი კვირაა დაიწყო და 15 ნოემბერს დასრულდება. ფილმის პროდიუსერები პაპუნა დავითაია, რენი ჰარლინი და ჯორჯ ლასკო არიან. გადაღებებში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორიც ენდი გარსია, დინ ქეინი და რიჩარდ კოულია. პროექტში ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. კინოპროფესიონალთა 150 კაციანი ჯგუფში, როგორც ქართველი, ისე ინტერნაციონალური კოლექტივია ჩართული. For blog 4საქაფრთველოში ფილმის გადაღებებს ”Gold Invest”-ი მასპინძლობს, რომლის ადმინისტრაციული დირექტორი თამუნა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ფილმი დაკვეთილი არ არის და პოლიტიკაში არ ერევა. ”ეს იქნება სიმართლის მთქმელი ფილმი. კინოს ბიუჯეტს რაც შეეხება ჰოლივუდი არ აფინანსებს. შესაბამისი თანხები საქართველოდან გამოიყო” - ამბობს თამუნა. კითხვაზე დაუკვეთა თუ არა საქართველომ ფილმი ჰოლივუდს, როგორც რუსეთმა კუსტურიცას, პასუხობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს ნამდვილად დაკვეთა იყო. ისეთი ცნობილი და მაღალი დონის რეჟისორები კი შეკვეთებს უბრალოდ არ იღებენ - ”კუსტურიცას და რენი ჰარლინს ერთმანეთს ნუ ადარებთ”

მსახიობი გიორგი ფირცხალავა, რომელიც ენდი გარსიას ”Standing”-ს აკეთებს, ამბობს, რომ ფილმი ცხინვალის ომზე პოლიტიკური დაკვეთაა. ”ჩემი აზრით, ეს იდეოლოგიური ბრძოლაა. ამერიკამ ამაში სერიოზული ფინანსები ჩადო. 3 მილიონიანი აპარატურაა ჩამოტანილი. უნდათ, რომ ანახონ მსოფლიოს, როგორ დაჩაგრა რუსეთმა საქართველო.”

For blog 2ფილმის სახელწოდებაზე უამრავი ადამიანი მუშაობს და სავარაუდოდ ის გადაღებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამერიკელი რეჟისორი რენი ჰარლინი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა თავი მოაბეზრეს, თუმცა ორსიტყვიან კომენტარზე მაინც თანხმდება. მისი აზრით ქართველი ხალხი არაჩვეულებრივია თავისი სტუმართმოყვარეობით. ელოდება შემოთავაზებებს და ეძებს ახალ პროექტებს, რომელსაც საქართველოში მომავალში განახორციელებს: ”თუ დამირეკავენ ვუპასუხებ.”

ფილმის გადაღება ოპერატიულად მიმდინარეობს, თუმცა პარლამენტის და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი დაწესებული შეზღუდვების გამო ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას. სკოლიდან გამოსული ბავშვების გაკონტროლებას დაცვა ვერ ახერხებდა: ”აქ მუშაობას ერაყში ყოფნა მირჩევნია.” გადასაღებ მოედანზე ბავშვებთან ერთად ცნობისმოყვარე ადამიანების სიმრავლეც შეინიშნებოდა: ”სად არის ენდი?!” ზვიად ამხანაძე, რომელიც ”Location Manager”-ია ამბობს, რომ მსახიობების მოთხოვნა კამერებისგან მათი დაცვა იყო. ”ყველას უნდა ენდი გარსიას ნახვა. რა გახდა ეს კაცი?! გგონიათ ჩვენ ხმას გვცეემს? დღის ბოლოს ძლივს გაიღიმა, ეტყობა პრეზიდენტობა შეიფერა” - ამბობს იგი. კითხვაზე იცის თუ არა ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით, პასუხობს: ”არ იცით, რომ ეს კითხვა არ უნდა დასვათ?”

ეკა ელბაქიძე, ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია

No comments:

Post a Comment